გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

22-10-2025

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ, სტუდენტური AI კვლევითი პროგრამის განხორციელება დაიწყო. კლუბის მიზანია, მონაწილეებმა შეძლონ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევის უნარების განვითარება და ტექნიკური კომპეტენციის გაძლიერება.


სტუდენტური AI კვლევითი კლუბი უნიკალური შესაძლებლობაა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის, ჩაერთონ რეალურ კვლევით პროექტებში, გამოაქვეყნონ სამეცნიერო ნაშრომები და მოემზადონ საერთაშორისო კონფერენციებისა და წამყვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის.


კლუბის ფარგლებში, გუნდები იმუშავებენ კვლევის ხელმძღვანელებთან ერთად, სიღრმისეულად შეისწავლიან საკვლევ თემას, მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს და მოამზადებენ სამეცნიერო ნაშრომს. საუკეთესო ნაშრომის ავტორები კი, ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციაზე/ექსპოზე გაემგზავრებიან.


„სტუდენტური კლუბის მიზანი საქართველოში კვლევით დაინტერესებული ახალი თაობის პროფესიონალების ხელშეწყობა და ქვეყანაში AI კვლევის კულტურის ჩამოყალიბებაა. რეგიონში და მსოფლიოში კონკურენციისთვის საქართველოშიც უნდა არსებობდეს AI კვლევები, რისთვისაც ტალანტების განვითარება ყველაზე მთავარი გამოწვევაა. GAIA, თიბისის მხარდაჭერით და აკადემიურ სექტორთან თანამშრომლობით, სწორედ ამ მიზანს ისახავს.” - გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.


კლუბის მენტორები წამყვანი ქართველი AI მკვლევარები იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან და კომპანიებიდან.


AI კლუბის შეხვედრები ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება. კლუბში მისაღებად რეგისტრაცია 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის და კლუბის წევრობისთვის გადადით ბმულზე.


ხელოვნური ინტელექტის კვლევა ის მიმართულებაა, რომელიც მომავალს ქმნის - ცოდნის, ინოვაციისა და პროგრესის გზით. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ, იკვლიონ და შექმნან რეალური ცვლილება ტექნოლოგიების სამყაროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031