გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
11 თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადება დაიწყეს

25-10-2025

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე გაწვეულმა პირებმა, საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) დაიწყეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების განყოფილებებში შეიკრიბნენ, საიდანაც ოჯახის წევრებმა გააცილეს.


ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადების შემოწმება წარმატებით დაასრულეს. წვევამდელები ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ ცენტრში (CTC) საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან.


11 თვის ვადით ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელები, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ, ანაზღაურებაზე 30%-იან დანამატს მიიღებენ. მათ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ უმცროსი სერჟანტის ან ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭებათ. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში თავდაცვის სამინისტროსგან სწავლის დაფინანსება მიიღონ.


თავდაცვის ახალი კოდექსით, სამხედრო სამსახური სრულად განახლდა და 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031