გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: სუს-მა 2კგ. ურანის შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა, დღე არ გავა, არ შევიტყოთ უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობის შესახებ, უმძიმესი დანაშაულები იხსნება მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჩაიბარა სუს-ის სამსახური

25-10-2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს.


ექსპერტი ხაზს უსვამს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის აქტიურ მუშაობაზე, რომ უწყების ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შემდეგ უმძიმესი დანაშაულები იხსნება.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2კგ. ურანის შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეთა ჯგუფი გეგმავდა რადიოაქტიური ნივთიერების 400 000 აშშ დოლარად შეძენას და რუსეთის გავლით უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში.


დღე არ გავა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ შევიტყოთ უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მუშაობის შესახებ, უმძიმესი დანაშაულები იხსნება მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჩაიბარა სუს-ის სამსახური. წარმატებას ვუსურვებ უსაფრთხოების სამსახურს და პირადად მის ხელმძღვანელს ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- წერს ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031