გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? - როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს,მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო

31-10-2025

„თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის?“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, რომელიც ეხმიანება ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს „სტამბოლის კონვენციიდან“ გამოსვლას.


მისი განცხადებით, როცა ამ ნაბიჯს ლატვია დგამს, მას არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ საქართველოს კრიტიკა შეიძლება თუნდაც იმის გამო, რომ ფუნდამენტური უფლება გამოიყენა და სასამართლოს მიმართა.


„თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა“,- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728