გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: Eagle Hills-სთან გაფორმებული ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, ხელშეკრულებaSi მაქსიმალურადaa ასახული სახელმწიფოს ინტერესები

31-10-2025

Eagle Hills-სთან გაფორმებული ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი არის უპრეცედენტო ქვეყნისთვის, საუბარია 6,5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე.


„ამ მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება პირობებს, ხელშეკრულების პირობებში მაქსიმალურად არის ასახული სახელმწიფოს ინტერესები. მადლობა მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები ასახულიყო ამ ხელშეკრულებაში და ეს 33 პროცენტიც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რაც შეეხება ვალდებულებებს, ვალდებულებები არის ორმხრივი, მაგრამ ჩვენ არ შევდივართ არც ერთ ისეთ ვალდებულებაში, რომელმაც რაიმე რისკი შეიძლება, შეუქმნას ჩვენს ქვეყანას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს, პირიქით, ეს ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031