გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფოთში, ქალაქის შესასვლელთან ტრაილერი გადაბრუნდა

20-11-2018

ფოთში, ქალაქის შესასვლელთან, მეშვიდე კილომეტრზე ტრაილერი გადაბრუნდა. ინციდენტის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში აცხადებენ, რომ ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.


„პაციენტი იმყოფებოდა სტრესულ სიტუაციაში. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და ჰოსპიტალიზებული იქნა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს.

ამ დროისათვის გზა გახსნილია.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031