გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მქონდა პატივი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

5-11-2025

მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარდგენილი.


„ხაზი გავუსვი სტაბილურ პროგრესს ჩვენს თანამშრომლობაში ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისევე როგორც ტვირთბრუნვის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტრენდს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას", - წერს ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930