გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

5-11-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. კასპის მუნიციპალიტეტში სიონის მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობის წმენდა-მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა.


ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  გაიწმინდა არხის 3000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, ასევე მდინარე თეძამზე არსებული სათავე ნაგებობა, რომელიც სარწყავი წყლით კასპის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს ემსახურება.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სიონისა და წაბლას მაგისტრალური არხები უდანაკარგოდ მიიღებენ სარწყავ წყალს და შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის 230 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება.


შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031