გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა დასრულდა

13-11-2025

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური დაათვალიერა.


„ბოლნისის გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომელიც  2024 წლის ნოემბერში დაიწყო, უკვე დასრულებულია. ობიექტი ოპერირებას წლის ბოლოსშეუდგება.ახალი გადამტვირთავი სადგურის მომსახურებით, მუნიციპალიტეტებისთვის დაიზოგება ტრანსპორტირების ხარჯები. გამართული ინფრასტრუქტურა პირდაპირკავშირშია გარემოს უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზეაისახება“, - განაცხადა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ.


პროექტის ბიუჯეტმა 1 820 300 ლარი შეადგინა.


გადამტვირთავი სადგური ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნარჩენები მარნეულის არსებულ ნაგავსაყრელზე იტვირთება. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ობიექტის გახსნისთანავე, მარნეულის არსებული ნაგავსაყრელი, კანონის შესაბამისი ნორმების დაცით, დაიხურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031