გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე: ხელისუფლებას ვინც უწუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენა მკაცრად შეზღუდა

13-11-2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ 6.5-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, სოციალურ ქსელში პასუხობს.


მისი თქმით, ვინც ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების დაცვას უწუნებს, უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა მკაცრად შეეზღუდათ.


„ინვესტიციასთან მიმართებით ხელისუფლებას ვინც უწუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, უნდა გახსოვდეთ „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ მიღებულმა და დღეს მოქმედმა გადაწყვეტილებამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენა მკაცრად შეზღუდა!“ - წერს ანანიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031