გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
WELT: გერმანიის კანცლერი მოითხოვს, რომ უკრაინელები გერმანიაში ჩასვლის ნაცვლად საკუთარ ქვეყანაში დარჩნენ და ფრონტზე დეფიციტი შეავსონ

14-11-2025

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ზელენსკისთან საუბარში მოითხოვა, რომ უკრაინელებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებმა, გერმანიაში წასვლის ნაცვლად „სამხედრო სამსახური საკუთარ ქვეყანაში მოიხადონ“- ამის შესახებ გამოცემა welt-ი წერს.


მისივე განცხადებით, მან ამის უზრუნველყოფა პრეზიდენტ ზელენსკის მოსთხოვა.


მერცის თქმით, გერმანია დაიღალა ათიათასობით ახალი ლტოლვილის მიღებით, ხოლო უკრაინას ფრონტზე პერსონალის დეფიციტი აქვს.


მე ვთხოვე უკრაინის პრეზიდენტს, უზრუნველყოს, რომ უკრაინელი ახალგაზრდები დიდი რაოდენობით არ ჩამოვიდნენ გერმანიაში და სამშობლოში იმსახურონ. ისინი იქ საჭირონი არიან“, - განაცხადა კანცლერმა ბერლინში გამართულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. გარდა ამისა, მერცმა მოუწოდა კიევს, „განახორციელოს დამატებითი რეფორმები განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში და გააძლიეროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ“ ენერგეტიკის სექტორში გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რამაც რამდენიმე მინისტრის გადადგომა გამოიწვია და უკრაინასა და მის ევროპელ სპონსორებს შორის ნდობის საკითხები წამოჭრა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930