გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა

16-11-2025

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2025“ აღსრულება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების ფარგლებში დაგეგმილი საველე კომპონენტები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


ამ მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სიმულაციური სცენარის მიხედვით, ხანძარზე რეაგირების და რეიდის ერთობლივი ოპერაციები განხორციელდა. სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებების ქვედანაყოფები. ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლები, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები.


საველე სწავლებას კრწანისში მდებარე ფორმირებული შტაბიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და სცენარით გათვალისწინებულ შემდეგ მოქმედებებს ახორციელებდნენ.


„დიდგორი 2025“ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია. მასში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაზრდილია საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031