გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მერია: მოვუწოდებთ რიგ მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

17-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინრეხსა და ქვემო ჭალაში მიმდინარე მშენებლობები შეჩერებულია.


„უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ საუბარია კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022 წელს შესულ წერილზე, რომლითაც სოფელ ქვემო ჭალაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს მოქალაქე 1 საცხოვრებელი ბინის მშენებლობის ნებართვას ითხოვდა. მერიამ აღნიშნულ მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა.


რაც შეეხება სოფელ წინრეხს, სოფელში 3 წლის წინ გაიცა ნებართვა ოთხი საცხოვრებელი ბინის მშენებლობაზე და შესაბამისი სამუშაოები დაიწყო, თუმცა, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მერიამ პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.


ხაზგასმით განვმარტავთ, რომ საუბარია 2022 წელს მომხდარ ფაქტზე. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის ახალ ამბად გავრცელება არის სპეკულაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“ - აცხადებენ კასპის მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031