გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს

20-11-2025

წელს უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ საველე კომპონენტების სიმრავლით გამოირჩევა. თავდაცვის ძალებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას  ითვალისწინებს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა შავ ზღვაშიც. წვრთნაში ჩართული იყო თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის საზღვაო ასეულის მყვინთავების ჯგუფი და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ჯგუფი. სიმულაციური სცენარის მიხედვით, თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში სინქრონიზებულად აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს.


„დიდგორი 2025“ მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, მათ შორისაა: თბილისში კრწანისისა და აფრიკის დასახლებები, ვაზიანი, ორფოლო, ჩოხატაური, ბოლნისი, ალგეთი, ნორიო, გორი, კოპიტნარი, სენაკი, თიანეთი, ბათუმი, ფოთი და ქობულეთი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031