გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ აჭარაში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

20-11-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. - ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში - 50 000 -მდე აშშ დოლარის ოდენობით. პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031