გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 8 წელი გავიდა

22-11-2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხარაბაძემ, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ცისკარიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.


მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების მიმართ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.


ივანე გოლაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728