გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ დასრულდა

24-11-2025

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა. დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ოფიცერთა კორპუსი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. „დიდგორი 2025“-ის ხელმძღვანელმა - თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა სწავლება დადებითად შეაფასა და მონაწილეებს სწავლების წარმატებით აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე უწყებების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, საპატიო დაფებით, კოინებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავდა. გარემოებები წინასწარ განსაზღვრული იმიტირებული სცენარის მიხედვით ვითარდებოდა. საშტაბო კომპონენტი კრწანისში მდებარე სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში იყო განთავსებული, საიდანაც სწავლების მონაწილეები საველე კომპონენტის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. „დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, კომპეტენციის ფარგლებში, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.


სწავლება „დიდგორი 2025“ მიზნად ისახავდა კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას. „დიდგორი 2025“-ში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზე იყო გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031