გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში

25-11-2025

თიბისის მობაილბანკი მორიგ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ. ახალი ფუნქციონალი - საერთო ხარჯები თქვენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.


ამიერიდან, აღარ მოგიწევთ ქვითრების გაგზავნა, გაყოფა და მიმატება, თვლაში დროის დაკარგვა და მერე სათითაოდ, ყველა ადამიანთან გადაგზავნა.

“ანგარიში ჩააგდე” - ამ სიტყვებს, მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, უკვე წარსულს ჩააბარებთ.


მობაილბანკში საერთო ხარჯების სივრცეს შექმნით, მოიწვევთ მეგობრებს და ყოველ ჯერზე, როცა საერთო ხარჯი გექნებათ, ამ სივრცეშივე შეძლებთ მითითებას, გაყოფას და ერთმანეთთან ანგარიშსწორებას. ფუნქციონალი მრავალჯერადი გამოყენებისაა.


მოგზაურობა, ტრანსპორტის ხარჯები, ბარებსა თუ რესტორნებში სტუმრობა და კიდევ უამრავი რამ, რაც თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ახლა უკვე მობაილბანკის საერთო ხარჯებში მოიყრის თავს.


გამოსცადეთ თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალი პროდუქტების გვერდიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031