გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ფერმაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26-11-2025

კასპის მუნიციპალიტეტში, ოკამის ადმინისტრაციული ერთეულის  სოფელ ფერმაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


მიმდინარე სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


ამჟამად გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.


პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31