გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

22-11-2018

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. imedinews-ის ინფორმაციით, მოტოცილზე, რომელზეც მამა-შვილი იჯდა ფორდ ტრანზისტს შეეჯახა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში მოათავსეს.


მედიკოსის თქმით, დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.


მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930