გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა

26-11-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა. მთავრობის მეთაურმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.


პროექტი მსოფლიო დონის ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმა Tether-ის 18 მილიონი დოლარის თანაინვესტიციით ხორციელდება.


პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო კოლეჯის განვითარების გეგმის პრეზენტაციას, რომელიც Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ გამართა. Skillwill-ი ქვეყნის მასშტაბით 12 კოლეჯის გახსნას გეგმავს, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები და მონაცემთა ინჟინერია.


Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში, სადაც 1 350 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 5 ძირითადი მიმართულებით, რაც პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და კომპიუტერულ ქსელებს მოიცავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031