გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
New York Post: ანდრეი ერმაკი ფრონტზე აპირებს წასვლას

29-11-2025

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობიდან გადადგა, ფრონტზე წასასვლელად ემზადება, - ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი თავად ერმაკისგან მიღებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით იტყობინება. 


გამოცემა წერს, რომ ტექსტურ შეტყობინებაში ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არანაირ ფინანსურ თაღლითობაში არ მონაწილეობდა.


„მე პატიოსანი და წესიერი ადამიანი ვარ. ფრონტის ხაზზე მივდივარ და ნებისმიერი დამსჯელი ზომისთვის მზად ვარ. ჩემი ღირსება შებღალეს და არ დაიცვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კიევში ვიყავი. არ მინდა ზელენსკისთვის პრობლემები შევქმნა, ფრონტზე მივდივარ“, - აცხადებს ერმაკი. 


ერმაკმა გამოცემისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში არ დააკონკრეტა, თუ როდის აპირებს ფრონტზე წასვლას. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930