გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: ოპოზიციური სპექტრი პირველად არ დგება ტერორიზმის მხარეს - ასე იყო როდესაც ტერორისტი ბანკს ძარცვავდა 2020-ში, ასე იყო ჩატაევის აყვანის დროს, ამიტომ, „ალოკე“ ელისაშვილის მხარდაჭერა სრულად ლოგიკურია, ესენიც სიამოვნებით გადაგვწვავდნენ

1-12-2025

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე, ოპოზიციის ნაწილის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ოპოზიციური სპექტრი, ტერორიზმის მხარეს პირველად არ დგება.


როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ოპოზიცია ტერორიზმის მხარეს იდგა 2020 წელს, როცა ბანკს ტერორისტი ძარცვავდა, ასევე, აჰმედ ჩატაევის აყვანის დროს, როცა ოპოზიციური მედია ტერორისტებს სპეცრაზმის გადაადგილების მარშრუტს პირდაპირ ეთერში აწვდიდა, შესაბამისად, ელისაშვილის მხარდაჭერა მათგან ლოგიკურია.


„ოპოზიციური სპექტრი, თავის აქტივიზმიან პარტიულებიანად, პირველად არ დგება ტერორიზმის მხარეს; ასე იყო როდესაც ტერორისტი ბანკს ძარცვავდა 2020-ში, ასე იყო ჩატაევის აყვანის დროს 17-ში, პირდაპირ ეთერში აწვდიდა ოპოზიციური მედია ტერორისტებს სპეცრაზმის გადაადგილების მარშრუტს და მოქმედებებს; ასე იყო კოვიდის დროს, როცა ბიოტერორისტებად გადაიქცნენ. ამიტომ, „ალოკე“ ელისაშვილის მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მისი დანაშაულებრივი არაკაცობის კადრები ყველამ ვიხილეთ, სრულად ლოგიკურია. ესენიც სიამოვნებით გადაგვწვავდნენ, უბრალოდ, ამის ერთი ადგილი არ აქვთ“, - წერს ბაჩო ოდიშარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031