გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კონკურსს აცხადებს

22-11-2018

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“ - სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი. 

კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

საკონკურსო კომისია 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე შეარჩევს და გამოავლენს გამარჯვებულებს. გამარჯვებულების დაჯილდოვებაც გაიმართება 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31