გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

4-12-2025

3 დეკემბერს ეუთოს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.


მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობას. ამ მხრივ, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ეუთოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.


შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031