გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა საინვესტიციო და აქტივების მმართველი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

4-12-2025

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები გამართა სხვადასხვა საინვესტიციო და აქტივების მმართველ კომპანიებთან. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.


2026 წელს საქართველოს მიერ ევრობონდის რეფინანსირებისთვის მზადების სამუშაოების ფარგლებში, JP MORGAN, Société General, CITI და ICBC ორგანიზებით, შეხვედრები გაიმართა ნიუ-იორკსა და ბოსტონში ბაზირებულ 15-მდე საინვესტიციო კომპანიასთან.


შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და სამომავლო პროგნოზები, საერთაშორისო ბაზრები, საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და 2026 წელს ევრობონდების რეფინანსირებასთან დაკავშირებული გეგმები.


ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კაჭარავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031