გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია: დღეს, გერმანული ქიმიური კომპანიები მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს აშენებენ ჩინეთში, იმ რუსული გაზის გამოყენებით, რომლის შეძენაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ

5-12-2025

დღეს, გერმანული ქიმიური კომპანიები მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს აშენებენ ჩინეთში, იმ რუსული გაზის გამოყენებით, რომლის შეძენაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


როგორც დოკუმენტშია აღნიშნულ, უკრაინის ომმა მოახდინა იმის უკუეფექტი, რომ გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით კი გერმანიის, გარე დამოკიდებულებები.


„დღეს, გერმანული ქიმიური კომპანიები მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს აშენებენ ჩინეთში, იმ რუსული გაზის გამოყენებით, რომლის შეძენაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ. ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით. ეს პირები არიან არასტაბილურ უმცირესობის მთავრობებში, რომელთაგან ბევრი თელავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ოპოზიციის ჩასახშობად. ევროპელთა დიდ უმრავლესობას სურს მშვიდობა, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ იმიტომ, რომ ევროპულ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ თვითრეფორმა, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში არიან ჩარჩენილი“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031