გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის N3-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

6-12-2025

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა ქ. ქუთაისის N3-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის როლზე და მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რადგან მათი ფუნქცია სწორედ დაზარალებულთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული სტერეოტიპების განხილვას, მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების სირთულეს, მტკიცებულებათა მოპოვებას, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე, იმას, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და რა ღონისძიებები ტარდება მათი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. დამსწრე პირებმა დასვეს შეკითხვები და განიხილეს მათთვის საინტერესო შემთხვევები.


ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალისა და მამაკაცის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031