გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულის მუნიციპალიტეტში ბარათაანთ არხი იწმინდება

10-12-2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში  ბარათაანთ არხის  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან წმენდა და საექსპლუატაციო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 


შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა და დაახლოებით 80 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი საირიგაციო წყლით სტაბილურად მომარაგდება, რაც ადგილობრივი მეურნეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


საექსპლუატაციო სამუშაოები დეკემბრის პირველი ნახევრისთვის დასრულდება.


ქვემო ქართლის რეგიონში 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია 34,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,000 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031