გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო საკონდიტროებს ამოწმებს

11-12-2025

სურსათის ეროვნული სააგენტო, წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მოწმდება ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ინვენტარი, სურსათის დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ნედლეულის ვარგისიანობის ვადები.


ინსპექტირების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დედაქალაქში. თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები შემოწმებასთან ერთად, უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში კი ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და საზოგადოების ინფორმირება დარღვევების თაობაზე.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.

სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031