გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


👉 სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფიფია დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად


👉 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ოთარაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად


👉 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე მჭედლიშვილი დაინიშნა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად


👉 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი არჩილ მახარაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად


👉 სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ზესაშვილი დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად


👉 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გუნავა დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსად


👉 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად


👉 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ირაკლი გეწაძე დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031