გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ტალიაშვილმა სენატორ მარკვეინ მალინთან შეხვედრა გამართა

12-12-2025

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა სენატორ მარკვეინ მალინთან ოკლაჰომას შტატიდან, რომელიც აშშ-ის სენატის აპროპრიაციების, შეიარაღებული ძალების, ჯანდაცვისა და ინდიელთა საკითხთა კომიტეტების წევრია.


აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები.


აღნიშნულ კონტექსტში ელჩმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მხარდაჭერის კუთხით სენატორ მალინის პირად წვლილს გაუსვა ხაზი და მის, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრის, მიმართ მადლიერება გამოხატა.


საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აქტუალურ მოვლენებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას.

ასევე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728