გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზელენსკი: აშშ ჯერჯერობით ვერ გვხედავს ნატოში, შესაძლოა, დროთა განმავლობაში მათი პოზიცია შეიცვალოს, პოლიტიკოსები იცვლებიან - ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება, ასეთია ცხოვრება

18-12-2025

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას პირდაპირ განუცხადა, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში გაწევრიანება უკრაინის კონსტიტუციით არის განსაზღვრული.


ამავე დროს, ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მომავალში აშშ-ის პოზიცია შეიცვალოს, რადგან მსოფლიო იცვლება, „ზოგი ცოცხლობს, ზოგი კი კვდება“.


„შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ვერ გვხედავს ნატოში. სწორად გაიგეთ - ჯერ არა, ვინაიდან ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი „ჯერჯერობითის“ მდგომარეობაშია. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მათი პოზიცია შეიცვალოს. შესაძლოა, ვიღაცამ საბოლოოდ გაიაზროს, რომ უკრაინის არმია მხოლოდ გააძლიერებს ნატოს და არა პირიქით. ეს პოლიტიკური საკითხია, მსოფლიო იცვლება, პოლიტიკოსები იცვლებიან - ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება. ასეთია ცხოვრება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


მან უარყო მოწოდებები გარე ზეწოლის პირობებში კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ უკრაინელი ხალხის პრეროგატივაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031