გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

19-12-2025

გორში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.


დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.


ბავშვების საახალწლო განწყობაზე იზრუნეს მომღერლებმა - ოთო ბაზერაშვილმა და ანდრია ფუტკარაძემ, ბენდმა - „რეზო და ბავშვები“, ასევე, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა. ბავშვებს თოვლის ბაბუასთან შეხვედრისა და მისგან საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედროების შვილებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა.


ღონისძიებას აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დაესწრნენ.


თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031