გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის სამ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

26-11-2018

თბილისის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

კერძოდ, შეზღუდვა შემდეგ რაიონებს შეეხება:

 

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის, ჭილაიას და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031