გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ კარდენახში გამანაწილებელი არხი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა

26-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სოფელ კარდენახში გამანაწილებელი არხის მოწესრიგება დაასრულა.


არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან გაიწმინდა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სარწყავი სისტემის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რამაც 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გააუმჯობესა. სარწყავი წყლის სტაბილურად მიწოდება ადგილობრივ ფერმერებს  ხელს შეუწყობს ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში.


აღსანიშნავია, რომ კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031