გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

26-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. 


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იმირსა და თამარისში, სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 225 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლაგირში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1835 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტი.  


სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 13 ათას ლარს აჭარბებს.


ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.  


“ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით,   დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ” - აცხადებენ უწყებაში.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930