გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოვიგებთ

26-11-2018

„ჩვენ, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება მიიღებს” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განუცხადა.

 

მისივე განცხადებით, ტენდენცია რომ ძალიან პოზიტიურია, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც ადასტურებს.

 

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ. ტენდენცია ძალიან პოზიტიურია. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31