გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორბანი: უნგრეთი არ დატოვებს ევროკავშირს - ევროკავშირი თავისით დაიშლება

6-01-2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ლიდერობის ქაოსის“ გამო „თავისით დაიშლება“.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „ლიდერობის ქაოსის“ გამო „თავისით დაიშლება“.


მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიზანია, უნგრეთს რუსული ენერგომატარებლების მიწოდება შეუწყვიტოს.


ორბანმა უარყო ევროკავშირიდან უნგრეთის გასვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ აქვს იმხელა მასშტაბი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გონივრული იყოს.


თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის მომავალი ამ გაერთიანებასა და ნატოშია, ოღონდ „სუვერენული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკით“.


„ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ მხოლოდ ამ ერთ ბლოკში თუ გავიჭედებით, სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. აზრი აქვს საუკეთესო შესაძლო ურთიერთობების ქონას ყველა ბლოკთან, მათ შორის ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, არაბულ და თურქულ სამყაროსთან“, - დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930