გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორმა ამერიკულმა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ ვენესუელას მეზობელ გაიანაში ნავთობიდან 10.4 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღეს, სახელმწიფოს კი საკუთარ ნავთობში მხოლოდ 2.57 მილიარდი დოლარი დარჩა

7-01-2026

ორმა ამერიკულმა ExxonMobil-მა, Hess-მა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ, CNOOC-მა 2024 წელს გაიანაში ერთობლივად 10.4 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 64%-ით მეტია.


 კომპანიების მიხედვით მოგების განაწილება ასე გამოიყურება:
- ExxonMobil: 4.7 მილიარდი აშშ დოლარი
- Hess: 3.1 მილიარდი აშშ დოლარი
- CNOOC: 2.5 მილიარდი აშშ დოლარი
Exxon-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმის ნავთობის მოპოვება 2024 წლის  პირველ კვარტალში წლიურად 3%-ით გაიზარდა და დღეში 631,000 ბარელს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ უახლეს პერიოდში წარმოება 900,000 ბარელს გადააჭარბებს. 


კონსორციუმისთვის გაიანა ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბაზრად რჩება, რაც განპირობებულია დაბალი როიალტებით და საგადასახადო ტვირთით.


ამავე დროს, გაიანას ნავთობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2024 წელს დაახლოებით 2.57 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 348 მილიონი დოლარი მოდის ნედლი ნავთობის მთლიანი წარმოებიდან დაწესებულ 2%-იან როიალტიზე, ხოლო დანარჩენი თანხა მოდის იმ ნავთობის გაყიდვიდან, რომელიც მოგების განაწილების ფარგლებში სახელმწიფოს ეკუთვნის. 


ნავთობის წარმოების დაწყებიდან 2019 წლიდან დღემდე, გაიანამ დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი დააგროვა. 


Exxon-ის, Hess-ისა და CNOOC-ის შემოსავლების მკვეთრი ზრდა განპირობებულია სტაბილური წარმოების ზრდითა და ახალი საბადოების ეტაპობრივი ამოქმედებით, რაც ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ნავთობმწარმოებლად აქცევს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031