გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

7-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით - უკრაინის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ვ.რ. დააკავეს.


ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2003 წელს დაბადებული ა.რ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.


დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უეწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728