გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

8-01-2026

სამწუხარო, 2026 წელიც ევრობიუროკრატებმა იგივე რიტორიკით დაიწყეს. პრინციპში, ჩვენ სხვას არც არაფერს ველოდით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრისა.


მისივე თქმით, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მაინც იმედს გამოთქვამენ რომ ისინი შეცვლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით.
„ისევ ვხედავთ მათ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებებს, რომ თითქოს, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ასწრებენ გატარებული რეფორმებით.

შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ არც უკრაინასა და არც მოლდოვაში, ფაქტობრივად, ოპოზიციური მედია საშუალება არ არსებობს.


რიტორიკა არის უცვლელი და ეს ყველაფერი ეფუძნება რაღაც აღქმებს - უნდათ, რომ დააფუძნონ რაღაც აღქმები. თუმცა, ისინი ვერ აანალიზებენ, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ამ ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728