გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილზე: ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს, მეორე - ამაზე იტყვის ვინმე რომ „მშვიდობიანი მომიტინგეა“? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს

8-01-2026

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი მომიტინგის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ხელისუფლებას შემდეგნაირად მიმართავს: „მივმართავ „ქოც-რუსებს“: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება, ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა“. ჩიხელიძის თქმით, ჯავახიშვილის შეწყალებას არავინ აპირებს, ამასთან, „მშვიდობიანი მომიტინგე“, კვლავ ძალაზე საუბრობს.


„ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს შე ავადმყოფო, მეორე - ამაზე იტყვის ვინმე რომ „მშვიდობიანი მომიტინგეა“? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს, დაუმატებენ წლებს და მონათლავს შემდეგ ნანულა პოლიტპატიმრად... არ გასწორდების კუდი ძაღლისა“, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930