გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ხანდახან მგონია ასეთი სინქრონული მოქმედება აშშ-ის ხელისუფლებასა და ჩვენს ქვეყანას შორის, წინასწარ ხომ არ არის დაგეგმილი? ეს ხუმრობით, სინამდვილეში მოწმენი ვართ სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე

9-01-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, ევროკავშირში აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „ტრამპის გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული მოხმარდეს აშშ -ის ინტერესების წინსვლას და არა დესტრუქციულ გლობალისტურ სისულელეებს“. ექსპერტის თქმით, ოპოზიცია კი არ იმჩნევს ამ გლობალურ ძვრებს, მაგრამ ცოტაც და ყველაფერი დალაგდება, საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის.


„ხანდახან მგონია ასეთი სინქრონული მოქმედება აშშ ხელისუფლებასა და ჩვენს ქვეყანას შორის, წინასწარ ხომ არ არის დაგეგმილი? ეს ხუმრობით, სინამდვილეში მოწმენი ვართ სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ოპოზიცია კი არ იმჩნევს იმ გლობალურ ძვრებს, რაც მსოფლიოში ხდება, თუმცა ვინ უნდა შეიმჩნიოს მარიზიმ თუ თათია აფრიამაშვილმა? ცოტაც და ყველაფერი დალაგდება, საქართველო დაიკავებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930