გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მახაშვილი: ფაქტია, ტრამპმა რა მიზეზებიც დაასახელა ორგანიზაციების დატოვებისთვის, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც, სამწუხაროდ, ესენი გადაიქცნენ ორგანიზაციებად, რომლებიც მხარს უჭერენ რადიკალურ დღის წესრიგს

9-01-2026

სრულად იშლება და ირღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შეერთებული შტატების მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით.


მახაშვილის თქმით, „ამერიკის ეს გადაწყვეტილებები სწორედ ამის ერთ-ერთი კარგი გამოვლინება და მაჩვენებელია“. მისივე თქმით, ნამდვილად არსებობს კითხვები ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით.


„ადამიანებს შეიძლება ერთი ორგანიზაცია მოსწონდეთ, ან არ მოსწონდეთ, მაგრამ ფაქტია, ის მიზეზები, რომლებიც დაასახელა ტრამპმა ამ ორგანიზაციების დატოვებისთვის, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი მათგანი, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, მათ შორის, ვენეციის კომისია, სცილდება საკუთარ დამფუძნებელ მისიას, რისთვისაც ეს ორგანიზაციები თავის დროზე შეიქმნა. სამწუხაროდ, ესენი გადაიქცნენ ორგანიზაციებად, რასაც თავად ტრამპიც ამბობს, რომლებიც მხარს უჭერენ რადიკალურ დღის წესრიგს, სხვადასხვა ფორმით ახალისებენ და მაგალითად, საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად ამ რადიკალებისთვის. ამიტომ საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს განცხადებები.


ჩვენ არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, ეს კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ჩვენ ვისურვებდით საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენივე ინტერესიდან გამომდინარე, რომ ეს ორგანიზაციები დაუბრუნდნენ თავიანთ ფუძემდებლურ, მთავარ მისიას, რაც იყო სამართლებრივ საფუძველზე მოსაზრებების მომზადება და დახმარება კონკრეტული წევრი ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ მათ გააუმჯობესონ საკუთარი კანონმდებლობა და არა ის, რომ სხვადასხვა ფორმით წაახალისონ რადიკალური დღის წესრიგი საქართველოში, თუ სხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031