გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ორი წლის წინ ვამბობდით, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ვენეციის კომისია გახდა პოლიტიკური იარაღი „დიფ სთეითის“ ხელში, რაც ახლა დადასტურდა ამერიკის შესაბამისი გადაწყვეტილებით

9-01-2026

„ერთი ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა რამდენიმე მცელობა, რომ მათ შორის, ვენეციის კომისიასთან გვეთანამშრომლა სამართლებრივ საკითხებზე, რაც უშუალოდ ვენეციის კომისიის ფუნქციაა, მაგრამ სამწუხაროდ მათი მხრიდან ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური შეფასებები ნაცვლად სამართლებრივი შეფასებებისა. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ როგორც ჩანს ვენეციის კომისიაშიც შევიდა „დიფ სთეითი“ იმიტომ, რომ ის აქცია პოლიტიკურ იარაღად“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.


მაჭარაშვილი ეხმიანება აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამას ისინი ორი წლის წინ ამბობდნენ, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია პოლიტიკურ იარაღად იქცა.


„როგორც რუბიო, ასევე ტრამპი და ევროკავშირში შეერთებული შტატების ელჩი პირდაპირ უწოდებს ამ 66-ვე საერთაშორისო ორგანიზაციას სისულელეების გამკეთებელ ორგანიზაციას და სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯების ორგანიციებს. პირდაპირ განაცხადა ამერიკის ელჩმა, რომ ამერიკა თავისი მოქალაქეების ფულს არ დახარჯავს იმ სისულელეებზე, რა სისულელეებსაც ემსახურება ეს 66 საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის არის ვენეციის კომისია.

სიმართლე არის ძალიან ძლიერი. ამას ჩვენ ვამბობდით ორი წლის წინ, რომ სამწუხაროდ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ვენეციის კომისია გახდა პოლიტიკური იარაღი „დიფ სთეითის“ ხელში, რაც ახლა დადასტურდა ამერიკის შესაბამისი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031