გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჭეიშვილი ევროკომისიის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების ზრდაზე: წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც - ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს თანხებს

10-01-2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების მასშტაბურ ზრდის გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება იგივე, რასაც USAID-ი აკეთებდა საქართველოში.


როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, კვლავ გაგრძელდება ექსტრემიზმის, რევოლუციური სცენარების და მიტინგების დაფინანსება, თუმცა, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმალურად გააკონტროლებს ქვეყანაში შემოსულ დაფინანსებას მიღებული კანონების შესაბამისად.


„USAID-ი რას ემსახურებოდა მსოფლიოში და მით უფრო, საქართველოში, ყველა კარგად ვხედავდით. საქართველოში რასაც აფინანსებდა USAID-ი - არეულობას, მიტინგებს, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, იგივე ვერ განხორციელდება, რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მოწოდების სიმაღლეზეა. წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც.


ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს. [კანონებზე] გვერდის ავლის მცდელობები ექნებათ, ეს არ არის დღევანდელი სცენარი, ეს არის „დიფ სთეითის“ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, ეცდებიან, კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ თანხების შემოდინება, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მყისიერი რეაგირება და მაქსიმალური კონტროლი გვექნება ნებისმიერ შემოსულ დაფინანსებაზე“,- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031