10-01-2026
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც 2025 წელს საქართველოში დაფიქსირებულ ძლიერ ეკონომიკურ ტენდენციებზეა საუბარი.
„მთელი მსოფლიო აღიარებს, რადგან ეს არის ფაქტი, ეს არის ციფრები! შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ეკონომიკურად ვუსწრებთ მოლდოვას, უკრაინას, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის, დემოკრატიის ინდექსითაც.
გაეროს ანგარიში როდესაც გეუბნება, რომ შენ ხარ მოწინავე, მინიმუმ კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, რეგიონში, იქნება ეს ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიის ინდექსით თუ სხვადასხვა სკალით, სადაც ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ჩვენი ოპოზიციისთვის. მათთვის ეს აღიარება არის სიკვდილი“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 2025 წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები მომავალ წელსაც გაგრძელდება.