გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი"თითლიბაზობით"მოთამაშეებს

10-01-2026

გიორგი გამსახურდია, 2024 წლის დეკემბერში, ამერიკელ გავლენიან პირთან საუბარს იხსენებს, სადაც მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ყველანაირი წნეხი მოიხსნებოდა და უსარგებლო ორგანიზაციებიც დაიხურებოდა.
 
როგორც გამსახურდია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა, უკვე მერამდენედ, საქართველოსთვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით გაატარა სახელმწიფოს. მისივე თქმით, სწორედ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ისინი, ვინც სხვისი "შპარგალკებით" თამაშობენ.
 
"2024 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, პრეზიდენტ ტრამპს არჩევნები უკვე მოგებული ჰქონდა. მძინარე ჯოს დამარცხებულ მავნებელ ადმინისტრაციას კი, ქართველ აკაცუკებთან ერთად, ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ მთელი მასშტაბით ფრონტი გაშლილი. ჩემი ამერიკელი მეგობარი შემხვდა ბუდაპეშტში, საკმარისად გამოცდილი და გავლენიანი (სახელს და გვარს არ დავასახელებ), ამ კაცმა მითხრა, შევა თუ არა ბატონი პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში, წნეხიც მოიხსნება და ყველაფერი გამოსწორდებაო, ასევე ყველა ამ უსარგებლო ორგანიზაციებს დახურავს და მთავარია, ახლა თქვენ ეს ორი თვე გაუძლოთ, რომ შეცვლილი რეალობა არ დახვდეთ ახლებს ადგილზეო. აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ კიდევ მერამდენედ, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა. ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით/ეძახდით პოლიტიკოსებს სხვისი შპარგალკებით და ათასი თითლიბაზობით მოთამაშეებს." - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930