გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

12-01-2026

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, თავისი საცხოვრებელი ბინის სარდაფში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ დათესა და მოიყვანა დიდი ოდენობით 344,08 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კანაფის" შემცველი მცენარე, რაც სამართალდამცველებმა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ,,ე'' ქვეპუნქტებით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) და 265 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' და ,,ე'' ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031